არჩილ თალაკვაძე უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 18:02
არჩილ თალაკვაძე უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, იანოშ ადერს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განიხილეს პრიორიტეტული მიმართულებები სადაც, ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გააქტიურებას.

არჩილ თალაკვაძემ და იანოშ ადერმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთის პრეზიდენტს გააცნო რეფორმების არსი და მათი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.

შეხვედრაზე, ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აღნიშნული ვითარებიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილეს.

უნგრეთის პრეზიდენტმა არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

ტეგები