შსს განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 19:17
შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი  ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან  დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 8 სექტემბრის
00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ  საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად  შეიზღუდება.

"8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე:

- პაატა დათუაშვილის ქუჩასა (მე-4 მიკრორაიონი) და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე) მოძრაობა სრულად აიკრძალება. ასევე, დაიკეტება თამაზ ნადარეიშვილის ქუჩა, ელგუჯა
ამაშუკელის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანები კი მოძრაობას გააგრძელებენ მხოლოდ ლისის ტბის მიმართულებით;

- ავტოტრანსპორტით გადაადგილება ასევე აიკრძალება ელგუჯა ამაშუკელისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებზე გამომსვლელ ყველა ქუჩაზე.

- ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებენ როგორც ვარაზის ქუჩით და ბესო ჟღენტის ქუჩის გავლით ნუცუბიძის ქუჩაზე; ასევე, მოძრაობას შეძლებენ ლისის ტბის მხრიდან  ვაშლიჯვრის მიმართულებით.

- ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის ფერდობზე მიმავალი ავტომანქანები ლისის ტბის წრიდან იმოძრავებენ ბერიტაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოხვდებიან მე-4 მიკრორაიონში.

10 სექტემბერს:

- 00:00 საათიდან 11 სექტემბრის 00:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე.

- ნუცუბიძის ფერდობის მე-5 მიკრორაიონამდე მისასვლელი გზა სრულად დაიკეტება.

მე-5 მიკრორაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ქალაქის სხვა უბნების მიმართულებით, როგორც ქვეითად, ასევე, კერძო ავტომობილებით, გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლება 00:00 საათიდან 08:00 საათამდე. ადგილობრივ
მოსახლეობას დილის და საღამოს საათებში ფილმის გადამღები კომპანიის ავტოტრანსპორტი მოემსახურება. ასევე, დღის განმავლობაში პერიოდულად გაიხსნება მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ მიმავალი გზა", - ნათქვამია შსს=-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტეგები