პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდს მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 23:57
პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდს მხარი დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა, მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

ოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს მოუსმინა.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. პარლამენტის წევრებმა მინისტრობის კანდიდატებს დაახლოებით 120 შეკითხვა დაუსვეს.

ტეგები