უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ ყველა ფრენა გააუქმა
ამობეჭდვა · 06 / 09 / 2019 10:13
უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ ყველა ფრენა გააუქმა

საფრანგეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Aigle Azur ყველა ფრენა გააუქმა. ავიაკომპანიის განმარტებით, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვას 10 სექტემბრიდან შეწყვეტს.

„კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს ფრენები შევასრულოთ“, - ამ განცხადებით მიმართა კომპანიამ თანამშრომლებს და განმარტა, რომ იძულებული იყო, ამ ზომისთვის მიემართა.