ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 10:06
ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ კანდიდატი, ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 152 „საარჩევნო უბანია“ გახსნილი. გარდა ამისა, კიდევ ორი უბანი მოქმედებს მოსკოვსა და ჩერკესკსში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გაიმართა. 

 

ტეგები