ირაკლი სესიაშვილი: პარლამენტზე შტურმს ასაღებენ, როგორც შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზებას
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 15:51
ირაკლი სესიაშვილი: პარლამენტზე შტურმს ასაღებენ, როგორც შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზებას

„თქვენ თქვით და მეც დაგეთანხმებით, რომ პარლამენტზე შტურმს ასაღებენ, როგორც შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზებას. მედიის თავისუფლება, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მაგრამ ეს ყველაფერი არის აგებული სიძულვილზე, შეურაცხყოფაზე, სიყალბეზე, პროპაგანდაზე, ამ ყველაფრის უკან დგას მიზანმიმართული პოლიტიკური იდეოლოგია. აქ არის პირდაპირი მცდელობა ფასეულობების და ღირებულებების გადაგვარებისა“,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი სესიაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“2020 წლის არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივები, განსაკუთრებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მთავრობას ძალიან სერიოზული სიფხიზლე მართებს იმიტომ, რომ მოლოდინი არის, რომ ეს იქნება პოლარიზებული, ალბათ, სიძულვილით სავსე წინასაარჩევნო პერიოდი და ამისთვის მზაობა გვჭირდება“,- აღნიშნა დეპუტატმა. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის ოპონენტების გარკვეული ნაწილი საზოგადოებას ჰიბრიდულ დემოკრატიას სთავაზობს.

„თქვენ თქვით და მეც დაგეთანხმებით, რომ პარლამენტზე შტურმს ასაღებენ, როგორც შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზებას. მედიის თავისუფლება, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მაგრამ ეს ყველაფერი არის აგებული სიძულვილზე, შეურაცხყოფაზე, სიყალბეზე, პროპაგანდაზე, ამ ყველაფრის უკან დგას მიზანმიმართული პოლიტიკური იდეოლოგია. აქ არის პირდაპირი მცდელობა ფასეულობების და ღირებულებების გადაგვარებისა“,- განაცხადა დეპუტატმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის შიგნით ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია ოკუპანტების ან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ უნდა გაიმართოს, რადგან, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ნებით თუ უნებლიედ, წინა ხელისუფლება ამ პროცესის თანამონაწილე იყო.

„ქვეყნის შიგნით ოკუპაციის აღქმა თუ ვინმეს სხვანაირად აქვს, შემირცხვენია ის ქართველი და მოქალაქე. აქ ვართ ყველანი ერთნი და ამ ერთობას უნდა გაფრთხილება. მაგრამ, აქ არის წმინდა პოლიტიკური მიზნები და შეფარვით ტვინის გამორეცხვის მცდელობა, რომ თუ ასეთი კამპანია არსებობს და თუ ამ კითხვას ვინმე დასვამს, ესე იგი, შეიძლება, სხვა აზრი არსებობდეს. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია და ამ ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ ჩვენი მშვიდობით, უსაფრთხოებით, უსაფრთხოების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით. ჩვენი დემოკრატია დიდად განსხვავდება იმ დემოკრატიისგან, რასაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები გვთავაზობენ“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ტეგები