ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა განაპირობა სამთავრობო პროგრამამ და მთავრობის წევრობის კანდიდატების უნარმა წარმატებით შეასრულონ სამთავრობო პროგრამით დასახული ამოცანები
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 15:56
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა განაპირობა სამთავრობო პროგრამამ და  მთავრობის წევრობის კანდიდატების უნარმა წარმატებით შეასრულონ სამთავრობო პროგრამით დასახული ამოცანები

„ჩვენი მხარდაჭერა განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა: სამთავრობო პროგრამამ და მთავრობის წევრობის კანდიდატების უნარმა წარმატებით შეასრულონ სამთავრობო პროგრამით დასახული ამოცანები“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილი პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი იხილება.

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამა დაფუძნებულია ოთხ ძირითად პრინციპზე: 1.დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა; 2. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება; 3.ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის დეოკუპაციისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და 4.საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

მთავრობის წევრობის კანდიდატებზე საუბრისას, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანდიდატების პროფესიული გამოცდილება, მათ მიერ შესაბამის უწყებებში აქამდე განხორციელებული საქმიანობა თუ გატარებული რეფორმები, ასევე მათი ხედვები და მოტივაცია საპარლამენტო უმრავლესობისთვის დამაჯერებელი, რომ ისინი შეძლებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებას.


 

ტეგები