გიორგი გახარია: ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ მიკროფონი ჩაიგდო ხელში
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 17:32
გიორგი გახარია: ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ მიკროფონი ჩაიგდო ხელში

პარლამენტის ტრიბუნიდან დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, გიორგი გახარიამ ოპოზიცია გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის ლუსტრაციაც მოხდა.

„რაც ამ დღეებში აქ მოხდა იყო ჩვეულებრივი ლუსტრაცია, როდესაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ მიკროფონი ხელში ჩაიგდო და პასუხის გაცემის საშუალებით ჩვეულებრივად მანიპულირებდა.
სიმართლე გითხრათ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვს ამ სავარძელში და სერგი კაპანაძეს. სერგი კაპანაძე იყო ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი ამ სავარძელში, როდესაც უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა.
შესაბამისად, როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს, რა თმა უნდა, მიუღებელია, როგორც მინიმუმ. ეს არ არის ევროპული
საქართველო, როგორც მინიმუმ, ეს სხვა რაღაც არის. შესაბამისად, ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და პირველ რიგში უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი თავის წინაშე, უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი
ბიუროკრატიის წინაშე. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაგებდეთ პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომელსაც ვიღებთ, ეს ვალდებულებები უნდა იყოს მარტივი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამჭვირვალე და დროში გაზომვადი.“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტეგები