პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 19:24
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპი პირი დააკავეს. "პირველი არხის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ბეჟან გუნავაც.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, სამი ადამიანი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

„სამი პირი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ისინი, ვინც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მყისიერად იქნა ზომები მიღებული და დავაკავეთ. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მოვიდა აქციაზე, არ დაემორჩილენ პოლიციას და შესაბამისად მოხდა რეაგირება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მანამდე რუსთაველის გამზირზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ტეგები