ჰონგ კონგის პოლიციამ ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2019 10:37
ჰონგ კონგის პოლიციამ ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია

ჰონგ კონგის პოლიციამ ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია. დემონსტრანტები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აშშ-ის საკონსულოსთან გაკეთებული მოწოდებების შემდეგ, ბარიკადების აღმართვა და სხვადასხვა საგნისთვის ცეცხლის წაკიდება დაიწყეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

დემონსტრანტებს აშშ-ის გენერალურ საკონსულოსთან აქციის ჩატარების ნება ხელისუფლებამ დართო. მომიტინგეებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდეს, მიიღოს სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ჰონგ კონგის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებენ, რათა მთავრობამ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას.