როგორ შევარჩიოთ სახლის სახურავი?
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2019 14:46
როგორ შევარჩიოთ სახლის სახურავი?

სახურავის შერჩევისას აუცილებელია, ყურადღება შეაჩეროთ რამოდენიმე ფაქტორზე, რაც განაპირობებს სახურავის საიმედოობას, გამძლეობას, ფასს და ესთეტიკურობას.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სახურავისთვის მასალა შევარჩიოთ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ფერი, ფორმა, მასალის წონა, ფასი, გამძლეობა და მონტაჟის ღირებულება.
დღეს პოპულარობის პიკზეა მეტალოკრამიტი, რასაც ამ მასალის ბევრი დადებითი თვისება განაპირობებს. მათ შორის:
ექსპლუატაციის ვადის ხანგრძლივობა;
მექანიკური დაზიანებების მიმართ მდგრადობა:
სინესტის მიმართ მდგრადობა;
სიმსუბუქე;
ულტრაიისფერი გამოსხივებისგან საიმედო დაცვა;
არ იცვლის ფერს;
მისი მონტაჟი მარტივია და შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.
მეტალოკრამიტი გამოიყენება ნებისმიერი კონფიგურაციის სახურავის გადასახურად;
ამასთან, მეტალოკრამიტის სახურავი, მსუბუქი წონის დამსახურებით, მინიმალურად აწვება სახლის კარკასსა და ფუნდამენტს, რაც უზრუნველყოფს სახლის კონსტრუქციის სიმყარეს.
საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩებით იმ შემთხვევაში, თუკი:
ა) სახლის ფასადი და სახურავი ვიზუალურად ერთმანეთის შესატყვისი იქნება;
ბ) გექნებათ საჭიროების შემთხვევაში ზედაპირის ცალკეული მონაკვეთების დამუშავების საშუალება;
გ) ღირებულება ძალიან არ დაეტყობა თქვენს ჯიბეს;
დ) მასალის წონა არ „დაემუქრება“ სახლის მზიდ კონსტრუქციას;
ე) გარეგნულად თქვენს გემოვნებას დააკმაყოფილებს;
ვ) და რაც მთავარია - შესაბამისაობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
თუკი სახლის გადახურვას აპირებთ და დეტალურად გაინტერესებთ, რა, როგორ და რატომ უნდა გააკეთოთ, თქვენი საუკეთესო მეგზური იქნება ვებგვერდი: https://metalokramiti.ge/