ვალუტის კურსი
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2019 17:23
ვალუტის კურსი

დღეს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.97ლარი შეადგინა. სხვაობა მოქმედ კურსთან 0,64 თეთრია. კომერციულ ბანკებში კი 1 დოლარის ფასი 3 ლარია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ვალუტის კურსი 10 სექტემბერს შევა ძალაში.

2019 წლის სექტემბრში ლარის კურსი დაღმავალი ტრენდით ხასიათდება. სებ-ის მონაცემებით, 1 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,9457 ლარი იყო. 10 დღეში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2,43 თეთრით გაუფასურდა.

„ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ჩვენი ეკონომიკა განაპირობებს“, - ეს განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ 8 სექტემბერს პარლამენტში პლენარულ სესიაზე გააკეთა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. კობა გვენეტაძემ ანალოგიური განცხადება 2018 წელსაც გააკეთა. 2019 წლის ივლისში ლარი ისტორიულ მაჩვენებლამდე გაუფასურდა, როდესაც ერთი დოლარის ფასი 3 ლარი გახდა.