ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2019 17:36
ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლის მიერ დაკისრებული გირაოს თანხა, 40 000 ლარის ოდენობით უკვე გადაიხადა.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას თავად ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ გირაოს თანხა დღეს მის ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს უნდა გადაეხადა.

პროკურატურაში კი დაგვიდასტურეს, რომ სასამართლოს მიერ გვარამიას მიმართ დადგენილი გირაოს თანხა უკვე გადახდილია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. მოგვიანებით გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა. თუმცა, 8 სექტემბერს განაცხადა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება