ემზარ კვიციანი დაპირისპირების საქმეზე პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2019 10:21
ემზარ კვიციანი დაპირისპირების საქმეზე პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს

ემზარ კვიციანის განცხადებით, დაპირისპირების საქმეზე პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს. იგი ამბობს, რომ თავს დაესხნენ, უცენზურო სიტყვებით მიმართეს, რამაც მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია გამოიწვია.  

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

აქცია „სირცხვილიას'' ორგანიზატორები პოლიციამ უკვე გამოკითხა.

ცნობისთვის, საქმე ეხება პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებას, „სირცხვილიას“ ორგანიზატორებსა და ემზარ კვიციანს შორის, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.