ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2019 14:30
ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გირაო მისმა შვილმა, ტვ „პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა საკუთარი უძრავი ქონებით უზრუნველყო, თუმცა ეს არ არის ტვ „პირველის“ შენობა. ამის შესახე "imedinews"-ი წერს.

სააპელაციო სასამართლომ ავთანდილ წერეთლის სარჩელი არ მიიღო. გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. 27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.