ერთი დაღუპული და ორი დაშავებული - ავარია კახეთში
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2019 14:52
ერთი დაღუპული და ორი დაშავებული - ავარია კახეთში

კახეთში სოფელ მზისგულთან, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთამანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.