გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 10 / 09 / 2019 17:13
გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.

სხდომა გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარის - ხათუნა თოთლაძის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის საქართველოში ღასან ხალილისა და გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის - ნატალია ჯალიაშვილის მიმართვებით გაიხსნა. ხათუნა თოთლაძემ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმების - შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის და ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ აღსრულების შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშების გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში წარდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბავშვის უფლებათა უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას მისი შექმნის მომენტიდან და მზადაა განაგრძოს თანამშრომლობა კომისიის ეფექტურად მუშაობისთვის. მან  მოკლედ მიმოიხილა კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები და მადლობა გადაუხადა დამსწრე პირებს თანამშრომლობისთვის.

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის და რეაგირების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნის გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაერო-ს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სექციის ხელმძღვანელმა მილენა ჰარიზანოვამ. გაერო-ს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა - ნონა ციხელაშვილმა, კომისიის წევრებს წარუდგინა აღნიშნული გზამკვლევის პროექტი და მიმოიხილა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის არსებული მდგომარეობა.