11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2019 10:14
11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

აშშ-ში, 2011 წლის 11 სექტემბრს მომხდარი ტერაქტიდან 18 წელი გავიდა.

ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე თავდასხმა განხორციელდა, კიდევ ერთი საფრენი აპარატი პენტაგონის შენობას დაეჯახა, მეოთხე თვითმფრინავი კი სომერსეტის ოლქში ჩამოვარდა.

ტერორისტული აქტის შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა, 6000 კი დაშავდა. ტერაქტს 87 ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა.

ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მონაწილეობას პრეზიდენტი დონალტ ტრამპიც მიიღებს.

 

ტეგები