ბიჭი, რომელიც მცირეწლოვანს მარიხუანის მოწევას ასწავლის, იდენტიფიცირებულია
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2019 12:30
ბიჭი, რომელიც მცირეწლოვანს მარიხუანის მოწევას ასწავლის, იდენტიფიცირებულია

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ახალგაზრდა კაცი ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ამ დროისთვის მამაკაცი იდენტიფიცირებულია, გოგონა მისი დაა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

ტეგები