როდის დაიწყება სკოლებში სწავლა? - განათლების სამინისტროს განცხადება
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2019 12:44
როდის დაიწყება სკოლებში სწავლა? - განათლების სამინისტროს განცხადება

სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: 

"16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20- მდე სკოლაში) შესაძლოა ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს", ნათქვამია უწყების განცხადებაში.