მიხაელ შუმახერი გონზე მოვიდა
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2019 13:59
მიხაელ შუმახერი გონზე მოვიდა

"ფორმულა 1"-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელმაც 2013 წელს თავის მძიმე ტრავმა მიიღო, გონზე მოვიდა. ინფორმაციას გამოცემა Le Parisien ავრცელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცი, რომ 50 წლის გერმანელი პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის საავადმყოფოს გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

"დიახ, ის ჩემს განყოფილებაშია. შემიძლია გითხრათ, რომ ის გონზეა", - აცხადებს გამოცემასთან საავდმყოფოოს ექიმი, სადაც მოთავსებულია შუმახერი.

შეგახსენებთ, რომ შუმახერმა ტრავმა 2013 წელს მთაში თხილამურებით სრიალის დროს მიიღო, რის შემდეგაც ის უგონოდ იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ტეგები