რასმუსენი: გთავაზობთ საქართველოს და ნატოს ირგვლივ შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2019 14:44
რასმუსენი: გთავაზობთ საქართველოს და ნატოს ირგვლივ შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს

საქართველოს შეუძლია რუსეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე გაყინული კონფლიქტების შექმნა მის განვითარებას ვერ შეაჩერებს, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„გთავაზობთ საქართველოს და ნატოს ირგვლივ შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს. საქართველოს შეუძლია განიხილოს ნატოში შესვლა უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე. ეს რუსეთს აჩვენებს, რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა საქართველოს მომავალს სამუდამოდ ვერ გაყინავს“, - წერს რასმუსენი.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

ერთ-ერთი კითხვაზე პასუხის დროს მან განაცხადა, რომ საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა ალიანსში გაწევრიანება იმ პირობით, რომ ორგანიზაციის წესდების მე-5 მუხლი მხოლოდ მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმოქმედებს. 

imedinews.ge

ტეგები