ნინო გოგუაძე: თბილისის მერიის საუკეთესო ინციატივაა - საჯარო-კერძო პარტნიორობით ქალაქის ურთულესი პრობლემის - შეჩერებული მშენებლობების საკითხის მოწესრიგება
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2019 18:59
ნინო გოგუაძე: თბილისის მერიის საუკეთესო ინციატივაა - საჯარო-კერძო პარტნიორობით ქალაქის ურთულესი პრობლემის - შეჩერებული მშენებლობების საკითხის მოწესრიგება

"ადვილი წარმოსადგენია რამდენ ადამიანს გაახარებს თბილისის მერიის და კომპანია m2-ის შეთანხმება, რითაც ხელი უნდა შეუწყონ თბილისში სამ მისამართზე - მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის # 125ა და ჭყონდიდელის ქუჩა #22 შეჩერებული მშენებლობების დასრულების პროცესს.

წლების მანძილზე საკითხი მოუგვარებელ პრობლემად გამოიყურებოდა და ათასობით დაზარალებული ადამიანი მშენებლებთან დაუსრულებელ მოლაპარაკებებში იყო ჩართული. დღეისთვის კი, ამ პროექტით, რომელიც 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, 2500 მაცხოვრებლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მობინადრეები საცხოვრებელ სახლებს ელოდებიან".

შეგახსენებთ რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

ტეგები