ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს
ამობეჭდვა · 11 / 09 / 2019 20:52
ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა. 

"მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ჩვენს მრავალფეროვან ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას. გისურვებთ წარმატებას და სიძლიერეს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში",- ნათქვამია ანგელა მერკელის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტეგები