ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩეპიონია
ამობეჭდვა · 12 / 09 / 2019 19:28
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩეპიონია

ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა.

ქართველმა ხორვატი დორა ბორტასი დაამარცხა.

ლიპარტელიანმა გამარჯვების შემდეგ, მეოთხედფინალში, ჰოლანდიელ პლეუნ კორნელის სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ სეიხა ბალჰაუსს მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი სილვია პელიტელი დამაჯერებლად, ორი ვაზარით დაამარცხა.