აგვისტოში ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთიდან 6 პროცენტით შემცირდა, ევროკავშირიდან 23 პროცენტით გაიზარდა
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2019 15:23
აგვისტოში ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთიდან 6 პროცენტით შემცირდა, ევროკავშირიდან 23 პროცენტით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 248 083 მოქალაქე საქართველოს აზერბაიჯანიდან ეწვია. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ზრდამ 16 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილზე რუსეთია, საიდანაც საქართველოს 252 873 მოქალაქე ესტუმრა. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ვიზიტორთა კლებამ რუსეთიდან 6 პროცენტი შეადგინა.

აგვისტოში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა სომხეთიდან (249 706, +4%), თურქეთიდან (180 933, +9%), ევროკავშირის ქვეყნებიდან (79 044, +23%), უკრაინიდან (33 240, +21%) და ისრაელიდან (30 140, +21%).

ასევე, შსს-ს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა საერთო რაოდენობა, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 5.8 პროცენტით გაიზარდა.