დრონების თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთში 2 ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2019 13:15
დრონების თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთში 2 ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

შაბათ ღამით საუდის არაბეთში 2 მსხვილ ნავთობობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზად უპილოტო საფრენი აპარატებით თავსდასხმა სახელდება. ამის შესახებ BBC წერს.

"დილის 04:00 საათზე, კომპანია Amarco-ს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აბკაიკოსა და ჰურაისში 2 ობიექტზე დაიწყეს ხანძართან ბრძოლა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემდეგ", - აცხადებენ  ოფიციალური პირები. 

გავცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ობიექტი მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

ნავთობის სახელმწიფო კომპანიას (Saudi Aramco), რომელიც მართავს ობიექტებს, ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

აბკაიკოში მდებარეობს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. საუდის არაბეთის ნავთობი, რომელიც სპარსეთის ყურიდან ექსპორტირდება, სწორედ ამ ქარხანაში გადამუშავდება.

ტეგები