„ნაცები“ და მათი ანასხლეტები რაც მეტი ენერგიით აგინებთ გიგა ბოკერიას, ირმა ინაშვილის კვალდაკვალ, მით უკეთ გაარჩევენ მის პარტიას თქვენი პარტიისგან - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამობეჭდვა · 15 / 09 / 2019 11:21
„ნაცები“ და მათი ანასხლეტები რაც მეტი ენერგიით აგინებთ გიგა ბოკერიას, ირმა ინაშვილის კვალდაკვალ, მით უკეთ გაარჩევენ მის პარტიას თქვენი პარტიისგან - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ნაცები“ და მათი ანასხლეტები რაც მეტი ენერგიით აგინებთ გიგა ბოკერიას, ირმა ინაშვილის კვალდაკვალ, მით უკეთ გაარჩევენ მის პარტიას თქვენი პარტიისგან, – ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

„ნაცები და მათი ანასხლეტები რაც მეტი ენერგიით აგინებთ გიგა ბოკერიას, ირმა ინაშვილის კვალდაკვალ – მით უკეთ გაარჩევენ მის პარტიას თქვენი პარტიისგან.

ახლა როცა მიშას რუსთავი ორი აღარ არსებობს (მნიშვნელოვანწილად მიშასვე დამსახურებით), ამ გინების მარგი ქმედების კოეფიციენტი, მნიშვნელოვნად გაზრდილია.

რომ არ ვიცოდე, რომ დეგენერატები ხართ და თავს მაინც ვერ შეიკავებთ, არ გეტყოდით – მაგრამ ვიცი, რომ დეგენერატები ხართ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.