თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა
ამობეჭდვა · 15 / 09 / 2019 13:39
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

მათივე ცნობით, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა დაღუპული დახვდათ.

„შეტყობინება იყო შემოსული. მაშველებს ადგილზე დახვდათ გარდაცვლილი მუშა, რომელიც მიწის თხრის სამუშაოებს აწარმოებდა და მიწის ქვეშ მოყვა. მიმდინარეობს ცხედრის ამოყვანის სამუშაოები“, – განაცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.