ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ამობეჭდვა · 15 / 09 / 2019 19:41
ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ერთ წუთში დიდი უპირატესობით, ანგარიშით 9-0 დაამარცხა ყაზახი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონიის წარმომადგენლის დამარცხებით გავიდა. მანამდე კი საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა ჩინელ და რუს სპორტსმენებს სძლია.