დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტმობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგება
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2019 10:32
დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტმობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

დღეიდან, 16 სექტემბრიდან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ცამხრივად აღდგება და ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს:

ავტობუსები: N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი – მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებენ ანუ გაივლიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.

ხოლო შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან შეუხვევს ჯერ ერისთავის, შემდეგ ფალიაშვილის ქუჩებზე და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია 30 მაისს დაიწყო. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.