მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიში წარადგინა
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2019 16:05
მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიში წარადგინა

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სისტემის ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული, მეცნიერება) განხორციელებული საქმიანობის 1 წლის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთელ სისტემაში განათლების ევროპული მოდელისა და ხარისხის პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე, ახალი სკოლის მოდელზე, სკოლის უსაფრთხოებაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაზე, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და მის მნიშვნელობაზე, სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე, ასევე, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკასა და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე. უკანასკნელი ერთ წლის განმავლობაში განათლების სისტემაში უპრეცედენტო ცვლილებები განხორციელდა და პროცესი გრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში ასევე საზეიმოდ გაიხსნა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2019“, სადაც „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი“ კონკურსის 7 ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი დააჯილდოვეს.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.