გია გაჩეჩილაძე: „პროექტი, თავისი შინაარსით არის პროვოკაციული, რომელიც პირდაპირ გამოიწვევს საქართველოში იმ ეკონომიკური კოლაფსის მოწყობას რომლითაც თქვენ ხართ დაინტერესებული“
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2019 17:43
გია გაჩეჩილაძე: „პროექტი, თავისი შინაარსით არის პროვოკაციული, რომელიც პირდაპირ გამოიწვევს საქართველოში იმ ეკონომიკური კოლაფსის მოწყობას რომლითაც თქვენ ხართ დაინტერესებული“

„პროექტი, თავისი შინაარსით არის პროვოკაციული, რომელიც პირდაპირ გამოიწვევს საქართველოში იმ ეკონომიკური კოლაფსის მოწყობას რომლითაც თქვენ ხართ დაინტერესებული“.





აღნიშნული განცხადება გიორგი გაჩეჩილაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს განიხილავდნენ.



„წარმოდგენილი დადგენილების პროექტი, თავისი შინაარსით არის პროვოკაციული, რომელიც პირდაპირ გამოიწვევს საქართველოში იმ ეკონომიკური კოლაფსის მოწყობას, რომლითაც თქვენ დიდი ხანია დაინტერესებული ხართ. მით უფრო საკითხის განხილვა ხდება რთველის პერიოდში ამავე, დროს აჭარაში ჩვენ ველოდებით ციტრუსების კრეფის დაწყებას. არის თუ არა თქვენი წარმოდგენილი დადგენილების პროექტი რუსეთის ინტერესების გამტარებელი, საბაბის მიცემა რუსეთისათვის, რომელსაც ის დიდი ხანია ცდილობს - საქართველოს გამოუცხადოს ეკონომიკური ბლოკადა. არის თუ არა პროექტი „შემოგდებული“ იმისთვის, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები გამოიყენოს კახეთის, აჭარის, გურიის მოსახლეობის წინააღმდეგ?!“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.