NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 10:47
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს.

ამასთან, გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ პრობლემა ფასების ზრდა/ინფლაციაა. 33% სიღარიბეს ასახელებს, 29% კი ყველაზე დიდ პრობლემად ტერიტორიულ მთლიანობას მიიჩნევს. რესპონდენტთა 22% მიიჩნევს, რომ პრობლემა პენსიებია, ხოლო 19% მნიშვნელოვან პრობლემად ხელფასებს ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ტეგები