„ავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 11:01
„ავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

თბილისში, სს ,,ავიამშენში" დასაქმებულებმა აქცია გამართეს. ისინი კომპანიისგან კუთვნილი ხელფასების და დანამატის დროულად გაცემა ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიაში დასაქმებულ 120-მდე ადამიანს კუთვნილი ანაზღაურება ერთი თვეა არ აუღიათ.

თანამშრომლების თქმით, ისინი მიმდინარე წლის მარტშიც გაიფიცნენ. მაშინ კომპანიმ მათ ხელფასებზე 24 % დანამატს შეჰპირდა, თუმცა 2 თვეა არც ეს დანამატი აუღიათ. დასაქმებულები გაფიცვას სახელფასო დავალიანების დაფარვამდე გააგრძელებენ. ​

„ავიამშენის“ გენერალური დირექტორის ნოდარ ბერიძის თქმით ხელფასები „ამ დღეებში“ დაირიცხება, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს.

imedinews.ge

ტეგები