სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლები იუსტიციის სახლთან პროტესტს აგრძელებენ
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 12:04
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლები იუსტიციის სახლთან პროტესტს აგრძელებენ

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლების პროტესტი იუსტიციის სახლთან გრძელდება. რამდენიმე ბავშვის მშობელი, მეორე თვეა რაც ბავშვების დაბადების მოწმობის აღებას ვერ ახერხებს.

როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ლიბერალს განუცხადა, ისინი ვერ ტოვებენ ქვეყანას და ვერც ჯანმრთელობის დაზღვევის აღებას ახერხებენ.

აქცია იუსტიციის სახლთან რამდენიმე დღის წინ დაიწყო და როგორც აცხადებენ არ დაიშლებიან მანამ სანამ არ აიღებენ დაბადების მოწმობებს.

ტეგები