ელიზაბეთ რუდი მოუწოდებს რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 12:48
ელიზაბეთ რუდი მოუწოდებს რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

აშშ შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც არის ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, განსაკუთრებით სოფელ ჩორჩანაში. მოვუწოდებთ რუს და ოს მხარეს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს საკუთარი ძალები. ასევე ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გამშვები პუნქტები ჩაკეტილია ადმინისტრაციულ საზღვარზე, რადგანაც ეს იწვევს ძალიან რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტი“, - აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

ტეგები