სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის შეხვედრა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 13:08
სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის შეხვედრა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები - ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

სტუმრები დაინტერესდნენ საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებით. ისაუბრეს ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გამოცდილებაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე. ქართველმა პარლამენტარებმა მომავალ სამოქმედო გეგმებზე და იმ ძირითად ინსტრუმენტებზე ისაუბრეს, რომლებიც პარლამენტში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საპარლამენტო ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით და ეთიკის საბჭოს მუშაობით და განაცხადეს, რომ ქართველი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ და თავიანთ პარლამენტში დანერგავენ.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია ვესტმინსტერის ფონდის პროექტის ფარგლებში იმყოფება საქართველოში.

ტეგები