გუგული მაღრაძე და შოთა ხაბარელი მარტყოფში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლის გაიხსნას დაესწრნენ
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 13:21
გუგული მაღრაძე და შოთა ხაბარელი მარტყოფში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლის გაიხსნას დაესწრნენ

ისტორიულ სოფელ მარტყოფში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. სკოლის გახსნას დაესწრო აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი შონ ქეინკროსი და დელეგაციის წევრები, რომლებიც სპეციალურად ერთი დღით ჩამოვიდნენ აშშ-დან საქართველოში სასკოლო პროცესის დაწყების ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

მარტყოფის სკოლა 500 მდე მოსწავლეზეა გათვლილი, მოხდა სკოლის მთლიანი რეაბილიტაცია, სკოლას ამჟამად აქვს კეთილმოწყობილი სასპორტო და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო საგნებში თანამედროვე ლაბორატორიები. სკოლის გახსნის ზეიმში მონაწილეობდნენ აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დელეგაცია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები შოთა ხაბარელი და გუგული მაღრაძე, კახეთის რეგიონის ვიცე გუბერნატორი კახა კობერიძე, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახლადდანიშნულმა დირექტორმა შონ ქეინკროსმა აღნიშნა, რომ მარტყოფის სკოლა არის ერთერთი იმ 91 სკოლიდან, რომლის სრული რეაბილიტაცია მოხდა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, ეს კომპაქტი წარმოადგენს 140 მილიონი დოლარის გრანტს, აშშ მთავრობის საჩუქარს საქართველოსთვის, რათა უკეთ მოხდეს ადამიანური კაპიტალის განვითარება და ქვეყნისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობებში ,რისთვისაც საფუძველია კარგად აღჭურვილი სასკოლო ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური მასწავლებლები, რომელთა გადამზადებაზე დაიხარჯა ათასწლეული გამოწვევის ფონდის მნიშვნელოვანი რესურსი. ასევე მომზადდა ათობით ახალი პროგრამა პროფესიულ განათლებაში, გაუმჯობესდა პროფსასწავლებლების ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო აშშ სანდიეგოს უნივერსიტეტმა, რაც საშუალებას აძლევს ქართველს სტუდენტებს საქართველოშივე მიიღონ ამერიკული დიპლომი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობებში. შონ ქეინკროსმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში მიმდინარე ათობით პროექტიდან, რომელიც ათასწლეულის კორპორაციის მიერაა დაფინანსებული, საქართველოში განხორციელებული პროექტი არის ყველაზე გამორჩეული თავისი ეფექტურობით და მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის საქათველოს ფონდის გუნდს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა, კახეთის ვიცე გუბერნატორმა კახა კობერიძემ, გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა მადლობა გადაუხადეს აშშ მთავრობას, ამერიკელ გადამხდელებს , ასევე საქართველოს მთავრობას იმ ძალისხმევისათვის, რაც განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის წარმატებით დასრულებისათვის.
 

ტეგები