როგორ გამოიყურებოდა მეოთხეკლასელი დემნა გვასალია (ფოტო)
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 14:28
როგორ გამოიყურებოდა მეოთხეკლასელი დემნა გვასალია (ფოტო)

გადაცემა „იმედის დილამ“ მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ბავშვობის ფოტო მოიპოვა. სურათი სოხუმის კომაროვის სკოლაშია გადაღებული, სადაც მეოთხეკლასელი დემნა თანაკლასელებთან ერთად არის აღბეჭდილი.

დემნა გვასალია სოხუმში 1981 წელს დაიბადა. 17 წლის სასწავლებლად ანტვერპენში წავიდა და ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. აქედან იწყება დიზაინერის წარმატება, რომელიც დღეს უკვე „ბალენსიაგას“ მთავარი დიზაინერი და Vetements-ის დამაარსებელია, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა.

2016 წელს გამოცემა Business of Fashion-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე კი მან წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო აიღო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს-კლასის ბრენდი.

imedinews.ge

ტეგები