ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 15:28
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან.

შეხვედრაზე საუბარი, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას დაეთმო.

„ჩვენი მხრიდან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. პირველ რიგში ეს არის ის კონსტიტუციური ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ასევე ცვლილებები, რომლებიც უნდა გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ რეალობაში განვახორციელოთ ეუთოს რეკომენდაციები გასული არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, საუბარი ასევე დაეთმო სასამართლო სისტემას და იმ პროცესს, რომელიც დღეს მიმდინარეობს პარლამენტში და რომელიც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხს ეხება

ტეგები