რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტოს ხელისუფლებას მილიარდი რუბლი გადაურიცხა
ამობეჭდვა · 17 / 09 / 2019 19:40
რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტოს ხელისუფლებას მილიარდი რუბლი გადაურიცხა

რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მილიარდი რუბლი გადაურიცხა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფულის ნაწილი პენსიებსა და ხელფასებს მოხმარდება, 500 მილიონი რუბლი კი საბანკო სისტემის გამყარებას მოხმარდება. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა ალექსეი დვინიანინმა განაცხადა.

მისივე ცნობით, წარმატებით მოქმედებს საინვესტიციო პროგრამა აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების კუთხით, რისთვისაც, წელს რუსეთმა 1.7 მილიარდი რუბლი ჩადო.

ალექსეი დვინიანინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2017-2019 წლებში რუსეთმა მთლიანობაში დე ფაქტოს ხელისუფლებას 6 მილიარდამდე რუბლი გადაურიცხა.

ტეგები