19 წლის გოგო ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 10:40
19 წლის გოგო ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავში, ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.

წინასწარი ინფორმაციით, გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე 18 წლის გოგოს ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა რა დროსაც მას გული გაუჩერდა.

დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ რომ, სიკვდილი სავარაუდოდ ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

მათი თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემები არ ჰქონდა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, დავით გოგოძე აცხადებს, რომ გოგონას გარდაცვალება ანაფილაქსიურმა შოკმა გამოიწვია.

გარდაცვლილი 18 წლის გოგო, სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა.