ზაზა გაბუნიამ რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 11:41
ზაზა გაბუნიამ რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ზაზა გაბუნია: მოხარული ვარ, რომ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მეძლევა რეგიონულ პოლიტიკასა და რეგიონულ განვითარებაზე მუშაობის შესაძლებლობა. ეს გაამდიდრებს ამ პოლიტიკაზე მუშაობის და შედეგების ხარისხს და მინდა ევროკავშირის წარმომადგენლობას და მასპინძელ ორგანიზაციას CTC-ის მადლობა ვუთხრა ამისთვის.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტის „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) შედეგების პრეზენტაცია და განხორციელებული გამოყენებითი კვლევები.

პროექტი განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან  People in need (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.

პროექტის მიზანი ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებაა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.