არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 12:05
არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები  და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი ვიზიტი იყო.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გაცვლითი ვიზიტებისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების კავშირების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.