"კონსტიტუციით მინიჭებული ერთადერთი უფლების გამოყენებაზე უარს ამბობს, იმიტომ რომ არ იცის როგორ გაართვას თავი"
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 13:04
"კონსტიტუციით მინიჭებული ერთადერთი უფლების გამოყენებაზე უარს ამბობს, იმიტომ რომ არ იცის როგორ გაართვას თავი"

"ანუ რა გვითხრა პრეზიდენტმა:

- უფლებამოსილების განხორციელებას ჯეროვნად ვერ ვახერხებ ამიტომ თვითშეზღუდვაში ვიქნებიო;

- უფრო გასაგებად კონსტიტუციით მინიჭებული ერთადერთი რეალური უფლების გამოყენებაზე უარს ამბობს, იმიტომ რომ არ იცის როგორ გაართვას თავი;

- ამასობაში ის იცის რომ არ იცის, მაგრამ რჩევის კითხვა არც კი მოსდის აზრად და შეწყალების კომისიაზე არც ერთი სიტყვა. რად უნდა, ჯერ ეგონა თავად იყო ბრძენი, ეხლა რისხვაში მოჰყვა და საერთოდ გაებუტა კონსტიტუციას;

- კიდევ ის გავიგეთ რომ მედიას კრიტიკის კალენდარი დაუდგინა, გარეთ რომ ვარ ქვეყანას წარმოვადგენ, მე არა ვარ მეო და ამიტომ აჟიოტაჟებს მოეშვითო;

- და შინ რომ არის მაშინ ვის წარმოადგენს ნეტავ რა გონია?", - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.