თბილისში კოტე აფხაზის #20-ში "ბილაინის" ახალი მაღაზია გაიხსნა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 13:45
თბილისში კოტე აფხაზის #20-ში "ბილაინის" ახალი მაღაზია გაიხსნა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი ახალი მაღაზია გახსნა.  მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის  ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

მაღაზიაში აბონენტებს შეუძლიათ: ინფორმაციის მიღება მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათებისა და სმარტფონების შეძენა. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.  ბილაინს  მომხმარებლისთვის ხშირად აქვს სპეციალური შეთავაზებაც. 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს Nokia -ს სმარტფონები და საჩუქრად მიიღოს მობილური ინტერნეტი ყოველთვე, სამი თვის განმავლობაში.