ირაკლი ბერაია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 14:45
ირაკლი ბერაია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ჩორჩანასთან არსებული ვითარება და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა.  ირაკლი ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა, სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და არსებული ვითარების შეფასებაში. ბერაიას თქმით, საქართველო აგრძელებს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას და აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაძლიერება, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.