ორი საკითხი, რის აუცილებლობასაც ვხედავ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით - ლევან კობერიძე
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 14:49
ორი საკითხი, რის აუცილებლობასაც ვხედავ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით - ლევან კობერიძე

დეპუტატი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება:

„ორი საკითხი, რის აუცილებლობასაც ვხედავ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით:

საკითხი1:

გადაიხედოს სტატისტიკური მონაცემების სიზუსტე ქვეყანაში.

3.7 მლნ მოქალაქიდან დაახლოებით 3.6 მლნ ამომრჩეველია და ეს ციფრები არათავსებადია და აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან მრავალათასიანი დაფინანსების მქონე ცეესკომ კეთილი ინებოს და დაიწყოს სასწრაფოდ ამ საკითხზე მუშაობა.

საკითხი2:

ქვეყანა ფორსირებულად გადადის პროპორციული არჩევნების სისტემაზე, რომელიც საზოგადოების მოთხოვნა იყო. ამიტომ გთავაზობთ, თუნდაც ერთჯერადად 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო - ეს საშუალებას მოგვცემს ყველამ გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა, არ დავუშვათ მსხვილი პარტიების მანიპულაციები და ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები მოვიდნენ ქვეყანაში.

არჩევნების მიმართ მოსახლეობის დიდ ნაწილში არსებობს ნიჰილისტური განწყობა, რადგან მათ არც ნაციონალური მოძრაობა უნდათ და არც ოცნება თავის არჩევანში და ადამიანები ხშირად შინაგანად ლეგიტიმაციის საკითხს აყენებენ საკუთარ თავთან- არის კი ეს ჩემი არჩეული ხელისულება? ამიტომ ვთვლი, რომ თუკი ქვეყანას უახლოეს 1 წელიწადში შეიძლება ქონდეს რაიმე საერთო იდეა, ერთ-ერთი სწორედ 2020 წლის სახალხოდ, ყველას მიერ ჩატარებული არჩევნები“.