მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მოძრაობა „ლელოს“ წევრების შესახებ საქართველოს პირველმა არხმა მათი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია გაავრცელა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 15:59
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მოძრაობა „ლელოს“ წევრების შესახებ საქართველოს პირველმა არხმა მათი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია გაავრცელა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოძრაობის წევრების შესახებ გუშინ გაავრცელა, მოძრაობა „ლელოს“ კომპიუტერიდან იყო ამოღებული.

საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე – 1tv.ge გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით – მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს ხვალ წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია.

ამასთან, საქართველოს პირველი არხი გუშინვე დაუკავშირდა რამდენიმე მათგანს, ზოგიერთმა წევრობა დაადასტურა, ზოგიერთმა კი, წარდგენამდე დადასტურებისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობა „ლელოს“ წევრების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 12 სექტემბრიდან, ანაკლიაში გამართული პრეზენტაციის დღიდან ვრცელდებოდა.

 

 

წყარო